Geo

    ბიზნესი

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' მართავს შუახევის ჰესების კასკადს, რომელიც შედგება 178 მგვტ შუახევი ჰესის და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესისგან.  

    შუახევი ჰესმა კომერციული ოპერირება 2020 წელს, ხოლო სხალთა ჰესმა 2021 წელს დაიყო. კომპანია „აჭარისწყალი ჯორჯია“ მდინარე აჭარისწყალსა და მის შენაკადებზე ჰიდროენერგო პოტენციალის ათვისების მიზნით შეიქმნა.  კომპანიამ განახორციელა 187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესის და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესის მშენებლობა შესაბამისი წყასაცავებითა და კაშხლებით მდ. აჭარისწყალსა და სხალთისწყალზე  ასევე მდ. ჩირუხისწყალზე მოეწყო ხუთმეტრიანი დამბა.

    ელექტროენერგიის სტაბილურ და უსაფრთხო გამომუშავებასთან ერთად ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს უსაფრთხოება, გარემოს დაცვა და სოციალური საკითხები. ჩვენ ვხელმძღვანელობთ საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, ქართული კანონმდებლობის, ჩვენი სპონსორების და დამფინანსებელი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების სტანდარტების შესაბამისად.

    შუახევის ჰიდროელექტრო სადგური

    შუახევი ჰესის შენობა მდებარეობს მდინარე აჭარისწყლის მარჯვენა სანაპიროზე, შუახევის მუნიციპალიტეტში. ელექტროსადგურსი განთავსებულია ორი გენერატორი, ფრენსისის ტიპის ტურბინებით – თითოეულის დადგმული სიმძლავრე შეადგენს 89,3 მეგავატს.

    ელექტროსადგურის მარჯვნივ აშენდა 220 კვ სიმძლავრის ქვესადგური, რომლის მეშვეობით შუახევის ჰესის მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მიეწოდება საქართველოს ელექტრო სისტემას 220 კვ ბათუმი-ახალციხის გადამცემი ხაზების მეშვეობით. 

    პროექტის ტექნიკური მონაცემები 2

    პროექტის კომპონენტები ძირითადი პარამეტრები
    შუახევი ჰესი ჰესის შენობის ტიპი - მიწისზედა; დადგმული სიმძლავრე - 178 მგვტ; წყლის ხარჯი - 48 მ³/წმ; ტურბინის ტიპი - ფრენსის, რაოდენობა - 2 ერთეული (2 x 87.5 მგვტ)

    დიდაჭარის კაშხალი

    დიდაჭარის კაშხალი

    დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი მდებარეობს მდინარეების აჭარისწყლისა და ღორჯომის შესართავის გასწვრივ.

    52 მეტრის სიმაღლის ბეტონის კაშხლის წყალსაცავის მაქსიმალური მოცულობა შეადგენს 998 000 მ3-ს, ხოლო მისი ზედაპირის ფართობია 152 500 მ2. სადაწნეო გვირაბის წყალმიმღები განთავსებულია მდინარის  მარჯვენა სანაპიროზე.

    შუახევის ელექტროსადგურს წყალი მიეწოდება 17,8 კმ სიგრძის და 6,2 მ დიამეტრის მქონე მთავარი სადაწნეო გვირაბის მეშვეობით. ჯამში, შუახევის ჰიდროელექტროსადგურის პროექტი მოიცავს დაახლოებით 37,7 კმ სიგრძის გვირაბებს და გვირაბის 11 პორტალს.

    პროექტის ტექნიკური მონაცემები

    პროექტის კომპონენტები

    ძირითადი პარამეტრები

    სხალთა ჰესი

    ჰესის შენობის ტიპი - მიწისქვეშა;დადგმული სიმძლავრე - 9 მგვტ;ტურბინის ტიპი - ფრენსის, რაოდენობა - 3 ერთეული (3 x 3 მგვტ)

    სხალთის კაშხალი და წყალსაცავი

    კაშხლის ტიპი - ქვანაყარის კაშხალი; სიმაღლე - 17მ; წყალსაცავის ტიპი - სადღეღამისო რეგულირების

    სხალთა-დიდაჭარის სადერივაციო გვირაბი

    გვირაბის სიგრძე - 9.2 კმ; დიამეტრი - 5.2მ; გამტარიანობა - 25მ³/წმ

    ჩირუხისწყლის დამბა

    სათაო ნაგებობა მდ. ჩირუხისწყალზე,ბეტონის დამბა 2 რადიალური ფარით წყალმოვრდნების სამართავად;სიმაღლე - 7მ

    სადერივაციო გვირაბი

    გვირაბის სიგრძე – 6.3კმ;დიამეტრი - 4,2მ;გამტარიანობა - 10მ³/წმ

    დიდაჭარის კაშხალი და წყალსაცავი

    კაშხლის ტიპი - ბეტონის კაშხალი;სიმაღლე - 55მ; წყალსაცავის ტიპი - სადღეღამისო რეგულირების

    დიდაჭარა - შუახევის სადაწნეო გვირაბი

    გვირაბის სიგრძე - 17.8კმ; დიამეტრი - 6.2მ;გამტარიანობა - 48მ³/წმ

    პროექტის რუქა

    პროექტის რუქა
    პროექტის რუქა
    პროექტის რუქა