Geo

    ჩვენ შესახებ

    კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია'' ფლობს 187 მგვტ სიმძლავრის შუახევის ჰესების კასკადს, რომელიც აერთიანებს 178 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესს და 9 მგვტ სიმძლავრის სხალთა ჰესს. 

    შუახევის ჰესების კასკადი ყოველწლიურად გამოიმუშავებს 450 მლნ კვტსთ ელექტროენერგიას რითაც ზრდის ქვეყანაში ელექტროენერგიის შიდა წარმოებას, აძლიერებს საქართველოს ენერგო უსაფრთხოებას და ხელს უწყობს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისკენ სვლას.

    187 მგვტ სიმძლავრის შუახევი ჰესი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში აშენებული ყველაზე დიდი ჰესია. შუახევი ჰესის წილი ქვეყნის გენერაციაში 4-5% შეადგენს. 

    შუახევი ჰესის მფლობელებს წარმოადგენენ მაღალი რეპუტაციის მქონე საერთაშორისო კომპანიები, როგორებიც არიან ნორვეგიული Clean energy Invest და ინდური Tata Power. შუახევი ჰესი დაფინანსებულია წამყავანი საერთაშორის ფინანსური ინსტიტუტების მიერ.