Geo

    გარემოს დაცვა

    შპს „აჭარისწყალი ჯორჯია“-ს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია პროექტის ფარგლებში საქმიანობის შედეგად გარემოსდაცვითი ზემოქმედების თავიდან აცილება ან შემცირება. გამოცდილი ადგილობრივი და უცხოელი პროფესიონალების დახმარებით, კომპანია ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა დაიცვას გარემოზე ზემოქმედების მინიმიზაციის იერარქიული სტრუქტურა (თავიდან აცილება, შემცირება, აღმოფხვრა, აღდგენა) და აღკვეთოს გარემოზე უმცირესი ნეგატიური ზეგავლენაც კი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას კომპანიის სამშენებლო საქმიანობის შედეგად.

     შუახევის ჰესის მშენებლობის დაწყებამდე ქართველმა და უცხოელმა სპეციალისტებმა ჩაატარეს დეტალური კვლევები საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნების, საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად. ამ კვლევების შედეგების საფუძველზე მომზადდა გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შეფასების ანგარიში, რომელშიც შეფასებულია შესაძლო პირდაპირი და ირიბი ზემოქმედება, რომელიც დაგეგმილმა სამუშაოებმა შეიძლება იქონიოს ადამიანის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, ასევე ადგილობრივ ფლორასა და ფაუნაზე, ნიადაგზე, ჰაერზე, წყალსა და კლიმატზე.

    გარემოს დაცვა