Geo

    კორპორატიული პასუხისმგებლობა

    შუახევის პროექტი არის პირველი ჰიდროენერგეტიკული პროექტი საქართველოში, რომელიც პასუხობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მოთხოვნებს მიწის შესყიდვის, არანებაყოფლობითი განსახლებისა და დაინტერესებულ მხარეთა ჩართულობის სფეროებში. პროექტი შემუშავდა ისე, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო სოციალური ზეგავლენის მინიმიზაცია და თავიდან აცილებული ყოფილიყო ფიზიკური განსახლება. შპს აჭარისწყალი ჯორჯიამ შეიმუშავა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგია, რომელშიც აისახა ჩვენი, როგორც დეველოპერის, დაპირებები და პასუხისმგებლობები პროექტის ზეგავლენის სფეროში მოქცეულ ტერიტორიაზე გრძელვადიანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს წვდომა პროექტის შესახებ ინფორმაციაზე და დროულად გაეცეს პასუხი ადგილობრივთა საჩივრებს, შპს აჭარისწყალი ჯორჯიამ ყველა შესაბამის მუნიციპალიტეტში დააარსა საჯარო ინფორმაციის ცენტრები.

     მშენებლობის ეტაპზე კომპანიამ განახორციელა კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის რამდენიმე პროექტი, რომელთა მიზანიცაა:

    პროექტის განხორციელების ტერიტორიაზე პირობების გაუმჯობესება და ადგილობრივ დაინტერსებულ მხარეთა და პროექტის ზეგავლენის ქვეშ მყოფი პირების მიერ პროექტიდან სარგებლის მიღების უზრუნველყოფა.

    ადგილობრივ თემში ინვესტიციების უზრუნველყოფა პროექტთან დაკავშირებული ნეგატიური სოციალური ზეგავლენის მინიმიზაციის მიზნით.

    პოზიტიური ურთიერთობების დამყარება შპს აჭარისწყალი ჯორჯიას და მოსახლეობას შორის და პროექტის ფარგლებში ადგილობრივ თემთან დაკავშირებით რისკების შემცირება.